გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს შეხვდა

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტი ლატვიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო.
,,ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ საქართველო-ლატვიის თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად ძალიან აქტიური პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო. მიზნად დავისახეთ, რომ ამას აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა დავუმატოთ. დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ღონისძიებები, როგორც ბიზნესის ჭრილში, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. სულ მალე, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაიზრდება როგორც ვაჭრობის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომაში მონაწილეობს. კომისიის სხდომა ლატვიის დედაქალაქში მეორე დღეა გრძელდება და მასში როგორც საქართველოდან, ისე ლატვიიდან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები