ცხინვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებას “რეგიონის დესტაბილიზაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება” უწოდა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა სამშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება დაავალა.
“რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან სამოკავშირეო შეთანხმებიდან გამომდინარე მიმდინარეობს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან სამხრეთ ოსეთს არანაირი შეხება არა აქვს, რადგანაც ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა“, – განაცხადეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცხინვალის დე ფაქტო უწყების განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სინამდვილეში, რეგიონის დესტაბილიზაციას საფრთხეს უქმნის საქართველო და მისი მოკავშირე ნატო, რომლებიც „რევანშისტულ განწყობებს აღვივებენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები