შალვა ხუციშვილი: არსებობს რამდენიმე მიმართულება, რამაც შეიძლება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რისკები წარმოშვას

 ​ ​საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, არსებობს რამდენიმე მიმართულება, რამაც შეიძლება წარმოშვას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რისკები. როგორც შალვა ხუციშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრევენციისთვისაც უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები.
„ერთი რისკი ეს არის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, გამოყენება მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყანაში შეღწევის მიზნით. მეორე – ეს არის საქართველოს მოქალაქეთა სწორი ინფორმირება. მესამე – ეს არის მონაცემთა სწორი და სამართლებრივად მოწესრიგებული მიმოცვლა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ვინც დაარღვია ვადები, დაბრუნდეს ქვეყანაში ეფექტურად. უკვე გადავაიარაღეთ ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტრანზიტული მგზავრების ეფექტურად გაკონტროლების მიზნით, შევიძინეთ შესაბამისი აღჭურვილობა ევროკავშირის დახმარებით. პერსონალსაც ჩაუტარდა შესაბამისი მზადება და სრული მზადყოფნა გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები