American Film Showcase – ერთობლივი პროექტი იწყება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს ერთობლივ პროექტს –  American Film Showcase.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით, პროექტი 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და დამოუკიდებელი რეჟისორების წარმატებული, თანამედროვე ფილმებისა და ანიმაციების მეშვეობით, ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებას გაგვაცნობს.
თვეში ერთხელ, ამერიკელი სტუმარი წარმოადგენს თემატურ ფილმს. ჩვენების შემდეგ, მკითხველებისა და მაყურებლების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმები.
22 მარტს, 18:00 საათზე, პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება პირველი ფილმი CodeGirls. იგი ქალთა ისტორიის თვეს ეძღვნება და მოგვითხრობს გოგონებზე, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებში მუშაობენ. ამ სფეროში დასაქმებულთა 80% მამრობითი სქესის არის. პროექტი „ტექნოვაციური გამოწვევები“ მიზნად ისახავს გოგონების ხელშეწყობას აპლიკაციების შესწავლასა და განვითარებაში. ფილმი მოგვითხრობს მოლდავეთის სოფლიდან ბრაზილიასა და ამერიკის დედაქალაქებამდე, 60 ქვეყანაში მცხოვრები გოგონების პროფესიული განვითარებისა და ცხოვრების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები