პრეზიდენტის პრესსპიკერი: ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ბათუმში მომხდარ ვაკჰანალიაში მონაწილეობდა

 “​პრეზიდენტი ელოდება სიტუაციის კარგ ანალიზს და დამნაშავეების გამოვლენას”, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველა ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის, იქნება დასჯილი.
​”ამ საკითხზე ვარაუდებს ვერ გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ის სცდება საზღვრებს, საჭიროა დროული და სწორი რეაგირება. ასევე, ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვაკჰანალიაში მონაწილეობდა. ველით სიტუაციის კარგ ანალიზს, დასაწყისიდან ბოლომდე”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები