ირაკლი ჟვანიას „აპოლოს“ ქანდაკება უნგრეთში „მიემგზავრება“

ცნობილი მოქანდაკის ირაკლი ჟვანიას „აპოლოს“ ქანდაკება, იგივე „გაცოცხლებული დედამიწა“ მალე უნგრეთში დაიდგმება. ქანდაკების სიმაღლე პოსტამენტიანად 10 მეტრია და თან ბრუნავს.
როგორც ირაკლი ჟვანიამ „კვირას“ განუცხადა, ამ ქანდაკების იდეა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიბადა,  დაახლოებით წლინახევრის წინ მან თბილისის მერიასაც შესთავაზა, რომ ქანდაკება თბილისში დადგმულიყო, მაგრამ მას ამ იდეის აქ განხორციელების საშუალება რატომღაც არ მისცეს.
ამის შემდეგ, დაახლოებით  6 თვეში მას საერთაშორისო კომპანია „აპოლოდან“ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ქანდაკების ესკიზები ძალიან მოეწონათ და ქანდაკება შეუკვეთეს.
„ეს არის უშველებელი ტრანსანციონალური კომპანია და თავისუფლად შეეძლოთ ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში შეეკვეთათ, მაგრამ არჩევანი ჩემზე შეჩერდა და ქანდაკება მალე გაემგზავრება ევროპაში, უნგრეთში, ბუდაპეშტიდან 80 კილომეტრში, სადაც ამ კომპანიის ქარხანა იხსნება. ქანდაკება სწორედ კორპორაციის შესასვლელში დაიდგმება. მას სავარაუდოდ, 2 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახსნის“, – განუცხადა „კვირას“ ირაკლი ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები