JAMIROQUAI ბათუმის ჯაზფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს „ჯამიროქუაი“ მეორედ ესტუმრება და ბათუმის ჯაზფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ბათუმის მე-11 ჯაზფესტივალი შავი ზღვის სანაპიროზე 27-30 ივლისს გაიმართება. მის ფარგლებში ამჯერადაც მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.
2017 წლის ბათუმის ჯაზფესტივალის მონაწილეები იქნებიან: JAMIROQUAI, JOSS STORE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOLSTLES, MR ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES-ის კონცერტი.
„ჯამიროქუაიმ“ წლების წინ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა კონცერტი. კონცერტი წელს განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ვინაიდან ახალი ალბომი გამოსცეს.
ჯგუფი 1992 წელს დაარსდა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Virtual Insanity“, რომელმაც 1997 წელს 4 MTV Video Music Awards მოიპოვა და ამავე წელს დაიმსახურა „გრემიც“ საუკეთესო პოპპერფორმანსისთვის.„ჯამიროქუაი“ მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ხელწერა შექმნა, რომლის გამეორებასაც ბევრი ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ჯაზფესტივალის ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, დილით, 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო კონცერტი 28 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება.
ბილეთის ფასი სამივე დღეზე, ე.წ. ოქროს ზონაში, 400 ლარი იქნება, მხოლოდ „ჯემიროქვაის“ კონცერტზე დასწრება კი – 250 ლარი ეღირება. ე.წ. სილვერზონაში ერთი დღე – 100 ლარი, მხოლოდ „JOSS STORE“-ს კონცერტი – 150 ლარი, ასევე 150 ლარი ეღირება მხოლოდ „DE LA SOUL“-ის კონცერტზე დასწრება.
ორგანიზატორების ცნობით, ბილეთებზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება ექნებათ “თი-ბი-სი სტატუსის” მფლობელებს.