ირაკლი კობახიძე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივანს შეხვდა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინში, პროგრესული ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას. ყრილობისფარგლებში ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივანს, ახიმ პოსტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღეს გვქონდა შეხვედრა მარტინ შულცთან, რომელიც არის გერმანიისსოციალ-ემოკრატიული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მომავალი თავმჯდომარე, ასევე, ის არისკანცლერობის კანდიდატი და გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახიმ პოსტთან, რომელიც არის ევროპისსოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც მარტინ შულცთან,ასევე, ახიმ პოსტთან და შევთანხმდით კონკრეტულ დეტალებზეც, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლობის“, – განაცხადაშეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტისთავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები