ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 მარტს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლის მიზნით, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კალოუბნის და ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები