ირაკლი კობახიძე პარტია „ევროპელი სოციალისტების” გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინში, პროგრესული ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას. ყრილობის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ირაკლი კობახიძე „ევროპელი სოციალისტების” გენერალურ მდივანს, ახიმ პოსტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღეს გვქონდა შეხვედრა მარტინ შულცთან, რომელიც არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მომავალი თავმჯდომარე, ასევე, ის არის კანცლერობის კანდიდატი და გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახიმ პოსტთან, რომელიც არის ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც მარტინ შულცთან, ასევე, ახიმ პოსტთან და შევთანხმდით კონკრეტულ დეტალებზეც, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლობის”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები