„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოში ირლანდიური ავიაკომპანიის შემოსვლას არ ადასტურებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Ryanair”-ის საქართველოში შემოსვლას არ ადასტურებს.
„ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე, საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს”, – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” განცხადებაში. ​შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში “Ryanair”-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები