„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მოვლენების დროს გაკეთებული განცხადებების გამო, ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად, ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები