მიხეილ რამიშვილი: უნდა მოხდეს სინოდის ბევრი წევრის დაკითხვა

 „უნდა მოხდეს სინოდის ბევრი წევრის დაკითხვა”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ რამიშვილმა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დეკანოზის მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე 30 000 ლარის ოდენობის სესხის აღების შესახებ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას ეს თანხა გერმანიაში გასამგზავრებლად სჭირდებოდა. მისი თქმით, იმაზე ლაპარაკი, რომ დეკანოზისთვის ვიღაცას უნდა გადაეგზავნა ფული და ამის შემდგომ უნდა შეეძინა ციანიდი, აბსურდია.
“საუბარი იმაზე, რომ ვინმეს უნდა გადმოეგზავნა ფული და შემდეგ მოხდებოდა ციანიდის შეძენა, სრული აბსურდია. ადამიანმა კრედიტი აიღო, იყო წასასვლელი თანხა, კრედიტის აღება დანაშაული არ არის”, – აღნიშნა რამიშვილმა.
ე. წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, რომელზეც შესვენება იყო გამოცხადებული, ამ დროისთვის განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები