საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ ღონისძიებებს ესწრება

 13-17 მარტს, ბალტიის ქვეყნებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი და დელეგაციის წევრი ბექა ოდიშარია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის, ნატო-სთან თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრების დროს, განსახილველ საკითხებს ნატო-ს ვარშავის სამიტის შემდეგ ეროვნული საფრთხეების აღქმა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, ალიანსის ხედვები და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირის და ევროპის უსაფრთხოების მიმართულებები წარმოადგენს. 13 მარტს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში, ლიტვის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელზეც რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის როლსა და მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმართა. ქვეკომიტეტის ღონისძიებების ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის სამინისტროების წარმომადგენლებთან და სამხედრო ექსპერტებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები