ხონის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ხონის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერთი კვირის წინ დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.

ხონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

“ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების მანძილზე საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა. ერთ-ერთი ასეთი ქუჩა გახლავთ ხონის ქუჩა. აქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 60 წელია არ განხორციელებულა“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მიმდინარე წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები