ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურად არ თვლის

“აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიჩნევთ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოფიციალური თბილისი მოქმედებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.
”საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება ის ე.წ. არჩევნები, რომელიც ტარდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე, ვერანაირ სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემთ ჩვენ. უფრო სწორად, სამართლებრივი შეფასება არის ის, რომ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერავითარი ფორმით ვერ მივიჩნევთ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახალხო კრების მე-6 მოწვევის დეპუტატების არჩევნები გუშინ გაიმართა. აქტიურობამ 50 პროცენტს გადააჭარბა. ე.წ. არჩევნები შემდგარად გამოცხადდა. ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 7-დღიან ვადაში გამოაცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები