ჯეჯელავა პრეზიდენტზე: მისი აქტივობები ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსის გამყარებას ცდილობს
“მთავარია, პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ დააყენოს”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ჯეჯელავას თქმით, მარგველაშვილის ცალკეული აქტივობები მართლაც ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსის გამყარებას ცდილობს.
„ევროპულ ქვეყნებში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ოპონირება ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენთვის ეს სიახლეა, თუმცა ვფიქრობ, დემოკრატიული მშენებლობისთვის ეს საჭიროც არის. მთავარია პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ დააყენოს, რისი შთაბეჭდილებაც გარკვეულ ვითარებაში იქმნება კიდეც. მისი ცალკეული აქტივობები მართლაც ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსის გამყარებას ცდილობს. მას პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას ვერავინ და ვერაფერი დაუშლის, თუმცა ქვეყნის ინტერესები უკანა პლანზე არ უნდა აღმოჩნდეს. ზოგადად, არც ერთ სცენარს არ გამორიცხავ, თუმცა პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მთავარია, ყველანი ქვეყნის გაძლიერებას ვემსახუროთ“, -აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.