ახალი გზის მშენებლობა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩქაროსნული გზის მშენებლობას აგრძელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჩქაროსნული გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებზე კი 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
ახალი გზის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების კუთხითაც. მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები