მამუკა არეშიძე: 2003 წელს რუსეთმა უვიზო მიმოსვლა მხოლოდ აჭარას მისცა

“​რუსეთისთვის აფხაზეთი და აჭარა დასაყრდენად მოიაზრება”, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
ბათუმის მოვლენებთან მიმართებაში არეშიძე რუსეთის კვალს არ გამორიცხავს და თვლის, რომ რუსეთს შესაძლოა, აჭარაში ნატოსთან მიმართებაში ჰქონდეს ინტერესები. „რუსეთმა 2003 წელს უვიზო მიმოსვლა მხოლოდ აჭარას მისცა. ეს საყურადღებოა. ვიზალიბერალიზაცია არაფერ შუაშია, რუსეთი საქართველოში ნატოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და ფოთის პორტის გრანდიოზულ პროექტს, ამიტომ აფხაზეთი და აჭარა ყოველთვის რჩება რუსეთის ინტერესის სფეროდ, რათა ამ რეგიონების მეშვეობით, გავლენა მოიპოვოს მთელ ამიერკავკასიაზე“, -გაანცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები