ბათუმში საპროტესტო აქციების შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს

“ბათუმში საპროტესტო აქციების შედეგად მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა განუცხდა.
„ყველაზე დიდი ზიანი ძვირადღირებულ შუქნიშნებს მიადგა. ზუსტად იმ გზაჯვარედინზე, 7 მეტრის სიმაღლეზე, შუქნიშნები დაზიანდა. მხოლოდ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად, ზარალი 120 ათას ლარამდე შეადგენს. საბოლოო ჯამში, დაზიანებები ამ სახის არის ძირითადად. საბოლოო ჯამში, ეს რომ შევიძინოთ, აჭარის მთავრობას თანხის გამოყოფას ვთხოვთ. ჩვენ ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები, სულ მთლიანად ჩვენი რესურსით მოხდა აღდგენა, ზარალი მთლიანობაში დაახლოებით 150 ათას ლარამდე აღწევს“, – აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები