პრეზიდენტი მის მიერ წამოწყებული კამპანიის კრიტიკაზე: დღეს ისმის ხალხის ხმა

საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ წამოწყებული კამპანიის – „კონსტიტუცია ყველასია“ მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მისი მიზანი კონსტიტუციაზე მუშაობაში საზოგადოების ჩართვაა.
მარგველაშვილის თქმით, ის საზოგადოებასთან არ მსჯელობს კონსტიტუციის რომელიმე მოდელზე, ის საუბრობს იმაზე, თუ რა სურს ხალხს. „ჩვენ არ განვიხილავთ არც არსებულ კონსტიტუციას, არც სხვა მოდელს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევქმნათ უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი, უფრო სამართლებრივი სახელმწიფო. კომისიის თაობაზე განცხადება უკვე გაკეთებული მაქვს, განმარტებული მაქვს მიზეზი, რატომაც მინდოდა თანათავმჯდომარეობა. თანათავმჯდომარეობა მინდოდა იმიტომ, რომ საზოგადოება ჩამერთო ამ პროცესში. ამას ვაკეთებ კიდეც. მე კომისიის მუშაობაში მინდოდა ჩართვა არა მარტო ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არამედ იმ მანდატით, რომელიც მაქვს – ხალხის სახელით და მე ამას ვაკეთებ. დღეს ისმის ხალხის ხმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამ ხალხის ხმას ისმენენ უშუალოდაც და მედიის მეშვეობითაც. რა მიზანიც მქონდა, რომ ხალხი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული და პროცესი არ წარმართულიყო დახურულ კარს მიღმა, ამას მე ვახორციელებ ქართველ ხალხთან ერთად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და საზოგადოებას კონსტიტუციის განხილვის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები