ეკა ბესელია: არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი ამ საჯარო შეხვედრის დროს

“როცა საკონტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, საინტერესოა, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრების დროს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ კანონითა და კონსტიტუციით დადგენილ პროცედურას გაყვებიან, ეს ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა კონკრეტული პროექტის მომზადების შემდეგ, კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ იწყება.
“როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საბოლოო სახით დასრულებული არ არის და არ არის შესათავაზებელი ფორმით, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი ამ საჯარო შეხვედრის დროს“, – აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ დაწყებული კამპანიის – „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, კახეთში, სტუდენტებთან შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები