ლადო ბოჟაძე: ის, რომ პრეზიდენტი ერთვება კომისიის მუშაობაში, დადებითი ფაქტორია

“რაც მეტი ინსტიტუტი ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, მით უფრო დახვეწილ კონსტიტუციას მივიღებთ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე თვლის, რომ პრეზიდენტის ჩართულობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში დადებით მუხტს შეიტანს.
„ის, რომ პრეზიდენტი ჩაერთო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, არის დადებითი ფაქტორი. მე მგონია, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, მივდივართ თუ არა საპარლამენტო წყობისკენ. თუ პრეზიდენტს კიდევ უფრო შეუმცირდება ფუნქციები, მაშინ მისი პირდაპირი წესით არჩევას არ ექნება აზრი. მნიშვნელობა იმას აქვს, პირველ რიგში, მას რა ფუნქციები ექნება. 2018 წელს, მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი არჩეული უნდა იყოს პირდაპირი წესით. ევროპაშიც კი ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით არის არჩეული, რათა არ იყოს იმ პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი, რომელიც მართავს ქვეყანას“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას’ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​ბოჟაძე თვლის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის აუცილებლობა არ არის.
„პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ადეკვატური მისი პოლიტიკური გუნდისა და ამ შემთხვევაში, მის არჩევის საკითხი ასეთი აქტიურიც არ იქნებოდა, ის, რომ მას ხშირად არ უნდა გამოეყენებინა ვეტო, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე თუ რა წყობა უნდა საბოლოოდ ქვეყანას“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები