ლადო ბოჟაძე: ბათუმში ადამიანები დაუნდობლად ანადგურებდნენ საკუთარ ქალაქს

“ის, რაშიც აქცია გადაიზარდა, არის პოლიტიკური ძალების დამსახურება”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
​ბოჟაძე მიიჩნევს, რომ სიტუაციის ესკალაცია პოლიტიკური ძალების განწყობამ გამოიწვია, როგორც ბოჟაძე აცხადებს, აქციის დროს, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა აქტიურობდა.
„თათარი არვის არავისთვის უწოდებია და ეს მოგონილი იყო. ის, რომ რელიგიური კომპონენტი იყო გამოყენებული, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მთელი ღამის განმავლობაში „რუსთავი-2“-ზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას ვისმენდით. რაც ყველაზე მთავრია, ხელისუფლება არ აჰყვა ამ პროვოკაციას, დარწმუნებული ვარ, რომ არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ დაუშვებს საქართველში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით კონფლიქტის გაღვივებას. სამწუხაროა ისაა, რომ ბათუმში ადამიანები დაუნდობლად ანადგურებდნენ საკუთარ ქალაქს“, -განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბოჟაძის ინფორმაციით, დაკავებულების გამოშვების შემდეგ, ბათუმის რბევა ისევ გაგრძელდა, რაც მისი მოსაზრებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ იყო ინსპირირებული.
„მოვლენებმა აჩვენა, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ. მე არ ვთვლი, რომ მომხდარი იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გამოყენება კარგად მოხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები