ფრენის პროცედურების დიზაინისა და კარტოგრაფიის საკითხებზე საქართველოში ICAO-ს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანს ფრენის პროცედურების დიზაინის/კარტოგრაფიის, მისი მომსახურებისა და ზედამხედველობის საკითხებზე პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა, ასევე, ქვეყნებს შორის შესაბამისი გამოცდილების გაზიარება წამოადგენდა.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითრების სამინისტროს სსიპ “სამოქალაქო ავიაციის” ორგანიზებით გაიმართა და მასში ICAO-ს ექსპერტები, სააგენტოს, „საქაერონავიგაციის”, პორტუგალიის, ავსტრიის, მოლდავეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრის პირველი და მეორე დღე თეორიულ სწავლებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში მოქმედი ფრენის პროცედურების დიზაინის/კარტოგრაფიის, მისი მომსახურებისა და ზედამხედველობის პროცესი. ICAO-ს ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა აღნიშნული პროცესის სამართლებრივი მოწესრიგებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნების დანერგვის კუთხით.
შეხვედრის ბოლო დღეს, გაიმართა პრაქტიკული ინსპექტირება „საქაერონავიგაციაში”, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე შეეფასებინათ საქაერონავიგაციის საქმიანობა ამ მიმართულებით. ფრენის პროცედურების დიზაინი და კარტოგრაფია აეროპორტებში მოფრენებისა და გაფრენების ტრაექტორიის დიზაინის უზრუნველყოფას, დოკუმენტირებას, ვალიდაციას, მუდმივ გადახედვას, განახლებას და რუკებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჩამოთვლილ მომსახურებას საქართველოში სააერნაოსნო მომსახურების საწარმო – შპს „საქაერონავიგაცია” უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროცესის სრულყოფის, საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და სამოქალაქო აეროდრომებზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 22 თებერვალს ფრენის პროცედურების დიზაინის წესი შეიმუშავა. წესით დადგენილი მოთხოვნები სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს გამოცემა Doc. 8168 (საჰაერო ხომალდების ოპერირება) მოთხოვნებთან რაც დადებით ასახვას ჰპოვებს ევროპის საჰაერო ნავიგაციის დაგეგმარების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს მონაცემებში და 2018 წელს დაგეგმილი ICAO-ს აუდიტის შედეგებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები