აჭარაში აქციაზე დაშავებულ დეპუტატს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილს, რომელიც ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა, ოპერაცია თბილისში ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.
პაციენტს დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. ჭეიშვილი მკურნალობას კლინიკის ყბა-სახის ქურურგიის განყოფილებაში განაგრძობს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა. ჭეიშვილს პოლიციის ეზოში ნასროლი ქვა მომხვდა, რის შედეგადაც, სახის არეში ძვალი დაუზიანდა.
ჭეიშვილის განცხადებით, ქვა მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები