როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

13 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.
14 – 19 მარტს, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები