ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას

ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება არის იმისათვის, რათა აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში. ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას. ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება ამის ყველა რესურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იყო მკაფიო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა ბათუმში განვითარებული მოვლენები გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
„იყო კონკრეტული ნიშნები, მკაფიო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა ეს ყველაფერი, ეს ვანდალური აქტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სოლიდარობა გამოუცხადეს ასეთი სახით მოქმედ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს. კიდევ ერთხელ – ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი და გამოძიების საფუძველზე უნდა გაირკვეს, თუ ვის რა იურიდიული და ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები