ბათუმში განვითარებულ მოვლენები BBC-მ გააშუქა

​ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები უცხოურმა მედიასაშუალებებმა: BBC-მ და “რადიო თავისუფლებამ” გააშუქეს. BBC-მ ყურადღება გაამახავილა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ავტომობილებისა და ხეების დაწვის ფაქტზე და აღნიშნა ისიც, რომ სპეცრაზმმა პროტესტანტებთან დაპირისპირებისას ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ბრიტანული მედიამაუწყებელი ათობით დაშავებულის შესახებაც იტყობინება, რომელთა შორის სამართალდამცავებიც არიან.
​რაც შეეხება “რადიო თავისუფლებას”, მედაისაშუალების ინფორმაციით, ბათუმის მოსახლეობის მიერ გამოხატული პროტესტის მიზეზი შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმებია. “რადიო თავისუფლების” ცნობით, საქართველოს შს მინისტრმა, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის გაცხადების გამო, არსებული მწვავე დაპირისპირების განეიტრალების მიზნით, დაკავებული პირების გათავისუფლების განკარგულება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები