დავით რაქვიაშვილი: სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს ექვემდებარება
უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის ინფორმაციით, ბათუმში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს.
„სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს ექვემდებარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც იყო დაზარალებული, უკვე გამოწერილია. ჩვენ მოვინახულებთ დარჩენილებს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მთლიანად ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს, ამ ანალიზის და შეფასების პერიოდში გაეცემა პასუხი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილი შს მინისტრს შეხვდა და არსებული სიტუაცია მიმოიხილა.