ბათუმში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები წუხანდელი საპროტესტო აქციის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურები მობილიზებული არიან ჭავჭავაძის და აბუსერიძის ქუჩებზე, შარტავას ხეივანში და პოლიციის სამმართველოს შენობასთან.
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს გზების სავალი ნაწილი, გარე განათებები, დეკორატიული მცენარეები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაწვეს ავტომობილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები