13 და 14 მარტს ნაძალადევის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა, რის  შედეგადაც GWP-ს ცნობით, დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით,  გადაერთების სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს   და  20 მარტს დაასრულებს.
“კომპანიამ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა: წყალსადნის ქსელის 3.6 კმ სიგრძის და წყალარინების ქსელის 1.7 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეცვალა და 19 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
გადაერთების სამუშაოს წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც მოსახლეობას პერიოდულად, რამდენიმე საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, SMS შეტყობინებით  და მედია საშუალებით გაავრცელებს.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების  II ეტაპი ხვალიდან გაგრძელდება, რის გამოც 13 და 14  მარტს, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: ჯავის, ზედაზენის, იმერეთის, გრუზინსკის, კოკინაკის და მოლიკოვის ქუჩებს;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები