შს სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით პოლიციელთა შემდგომი მომზადებისა და ტრენინგების, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ „112“-ში შესული ზარების ანალიზის საკითხები, ასევე, შს სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი, მიმდინარე პროექტი – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, ამ კუთხით სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე, სახელმწიფო უწყებებთან.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ეფექტურად განხორციელებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები