“მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებულ იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის”

“ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ.  შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში, ასევე, ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე,  საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებულ იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის”, –   ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა ასევე აღნიშნა:

“სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტირების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება.
ასევე უნდა ვთქვა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ ცალსახად უარყოფითია. შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვროს მშვიდ გარემოში.მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზადაა ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩენი მოქალაქეების უფლებები – ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები