“სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ არეულობის და მისი გავრცელების პროვოცირება”

“ყველა პოლიტიკოსს, ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც არ სურს დაბრალდეს რევანშიზმის და არეულობის ხელშეწყობა აღარ გაბედოთ და აღარ გააკეთოთ პროვოკაციული განცხადებები პირდაპირ ეთერში თუ სოცქსელებში”, – ბათუმში მომხდარ არეულობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ამ სიტყვებით ეხმაურება.

“ის პირები, ვინც საკუთარ ქალაქს და მოქალაქეთა ქონებას ზიანს აყენებთ კანონიც და საკუთარი ქალაქიც გაგცემთ პასუხს დღეს თუ ხვალ. თუ გსურთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ არეულობის და მისი გავრცელების პროვოცირება”, – წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები