რას იზამდა ვანო მერაბიშვილი, ამის წარმოდგენაც არ მინდა – ცოტნე გამსახურდია

აჭარის მოვლენებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელით აფასებს. ცოტნე გამსახურდია სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს:

“ახლა ნუ აჩმახებთ აქ ზოგი!

აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, ქვების სროლას, და ცდილობდენ სამმართველოს შენობაში შეჭრას! ეთერშიც ჩანს,როგორ აგროვებენ ლოდებს მანიფესტანტები და ისვრიან. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა ძალა პოლიციამ და კიდევ უარესი უნდა ექნა! ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს!

იმას აქ არ ვეხები, რის გამო დაიწყო და ვინ იყო მართალი, აქ საქმე აშკარად დესტაბილიზაციის მცდლობასთან გვაქვს. რას იზამდა ვანო მერაბიშვილი, ამის წარმოდგენაც არ მინდა. დააყენეთ ახლა და ნაბან წყალს ბავშვს – ქვეყანას ნუ აყოლებთ, ბლ!

მმართველობის მეცნიერების ანბანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ნახევარი მაინც რეგიონულ, საშუალო და მცირე დასახლებულ პუნქტებში სხვა რეგიონებიდან უნდა იყოს. ექსტერიტორიალური პრინციპი ჰქვია მაგას. რათა გამოირიცხოს ნაცნობობა, საქმეების ჩაწყობა, ნათლია-ნათესაობანა… შევარდნაძის დრო მოგენატრათ ვიღაცებს?! დიახ, ბათუმელი გორში უნდა მუშაობდეს, გორელი – ბათუმში, და ასე შემდეგ! ეს ქვეყანა არ არის აჭარლების, კახელების, მეგრელების, არამედ – ქართველებისაა და საქართველო ჰქვია, ჯერჯერობით!

და საერთოდ, მოვითხოვოთ თბილისელებმა ის გორელი პოლიციის უფროსი, ბუხრაძე, თბილისში გადმოიყვანონ, განსაკუთრებით – ცენტრალურ უბნებში, ძაალიან საჭიროა!”, – აღნიშნავს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები