მიზანმიმართულად არეულობის მოწყობას ჰგავს ეს ყველაფერი – გიორგი კლდიაშვილი

აჭარაში მიმდინარე მოვლენებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება და მიმდინარე მოვლენებს უკონტროლოს უწოდებს:

“სიტუაცია სრულად უკონტროლოა.
მიზანმიმართულად არეულობის მოწყობას ჰგავს ეს ყველაფერი.
მთავრობამ კანონის ფარგლებში უნდა აღადგინოს წესრიგი, ხოლო ამ არეულობის მოთვეები და დამნაშავეები უნდა დააკაონ და პასუხი აგებინონ.
ახალგაზრდები ქუჩაში ძალადობენ და არბევენ სამართალდამცევებს, ამსხვრევენ შენობებს, წვავენ პოლიციელების ავტომანქანებს და გამოდიან ნაციონალისტური ლოზუნგებით.
ამას სჭირდება მყისიერი რეაგირება!”, – წერს კლდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები