“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი დასრულდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. რუსთაველზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და არხზე მომუშავე ჟურნალისტებმა.
აქციაზე ასევე, იმყოფებოდნენ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად გრძელდება.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები უკვე დაიშალნენ. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება, რის შემდეგაც უკვე აღდგება საავტომობილო მოძრაობა, რომელიც  ქაშუეთის ეკლესიიდან თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიამდე გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები