პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოდის, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბობ უოლშის სახელი დაერქვას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიასა და საკრებულოს ინიციატივით მიმართა, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს საპატიო მოქალაქის, ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის სახელი დაერქვას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ბობ უოლშის ხსოვნის საღამოს დაესწრო და მის მეგობრებთან ერთად, საქართველოს ნამდვილი ქომაგი გაიხსენა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბობ უოლში იყო საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა საქართველოთი.
“ეს იყო პირველი ყინულის გატეხა, რომელსაც ჰქონდა შემდგომი განვითარებისთვის გზამკვლევის ფუნქცია. ამიტომ არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ბობ უოლშის მეგობრობა საქართველოსთვის და ამიტომ არის განსაკუთრებული ის საქმე, რომელიც მან საქართველოსთვის გააკეთა. მან გამოიყენა მთელი თავისი რესურსი, ის იყო პიონერი, რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში. ბობმა გზამკვლევის როლი ითამაშა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის არის საქართველოს საპატიო მოქალაქე”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
​ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბობ უოლშის ქართველი მეგობრების, მათ შორის საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, თედო ჯაფარიძის ინიციატივით გაიმართა, რომელიც ხსოვნის საღამოს თავად უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები