საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი დაინიშნა

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ა.წ. 10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები