დედაქალაქის ნაწილს, რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დედაქალაქის ნაწილს, ასევე რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
ხვალ, 03:30 საათიდან 04:30 საათამდე ინტერვალში, 5 წუთით, სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თბილისის ვაკის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ქალაქ რუსთავს და გარდაბნის მუნიციპალიტეტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები