ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა.

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, მათი სამომავლო შედეგები და მიზნები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს.

შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, დოქტორ თორსთენ დერიკი, მრჩეველი კრისტიან კოკვიკი, მერი გაბაშვილი, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი გრიგოლ მოდებაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები