სტალინის დაკრძალვის აქამდე უცნობი კადრები გავრცელდა (ვიდეო)

მედიაში 1953 წლის 9 მარტს გადაღებული კადრები გავრცელდა, რომელზეც საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაკრძალვაა აღბეჭდილი. ეს კადრები აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა, მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს თანაშემწემ, მარტინ მანჰოფმა გადაიღო. კადრებში ჩანს, თუ როგორ მიაქვთ წითელ მოედანზე, მავზოლეუმის მიმართულებით კუბო, რომელშიც სტალინი ასვენია.
ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ეს კადრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აივნიდან გადაიღო. ამერიკელის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან ნიკიტა ხრუშჩოვი, ლავრენტი ბერია, ვიაჩესლავ მოლოტოვი და სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე, ათასობით მოქალაქე, რომლებიც სტალინის დაკრძალვაზე მივიდნენ.
ამ დროისთვის, ეს სტალინის დაკრძალვის  ერთადერთი ცნობილი დამოუკიდებელი ფოტო და ვიდეოგადაღებაა. აქამდე მხოლოდ ოფიციალური ვიდეოქრონიკის დემონსტრირება ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები