“თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტად ვიცი საქმის არსი” (ვიდეო)

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
“სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები დაელოდონ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას. რა შუაშია მეუფე პეტრეს წინააღმდეგ?….
თქვენ თუ გგონიათ, ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით. თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტად ვიცი საქმის არსი. დაუკვირდით, რასაც მოისმენთ განცხადებას, იმას დაუჭირეთ მხარი”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები