მელბურნის მახლობლად ტბა ვარდისფრად შეიღება
ავსტრალიის ქალაქ მელბურნის მახლობლად მლაშე ტბა ვარდისფრად შეიღება. ამის მიზეზი მზის შუქი, მაღალი ტემპერატურა და ნალექების დაბალი რაოდენობა გახდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ტბის ფსკერზე მცხოვრები წყალმცენარეები წითელი ფერის პიგმენტებს გამოიმუშავებენ.
ბევრს ჰქონია, რომ ეს რომელიღაც საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგია.
„თუმცა სინამდვილეში, ეს შეფერილობა სრულიად უვნებელმა წყალმცენარემ გამოიწვია”, – განაცხადა ადგილობრივი პარკის წარმომადგენელმა მარკ ნორმანმა.
ვიქტორიას პარკის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ტემპერატურის კლების და წვიმების შემდეგ ტბაში წყალი კვლავ ცისფერი გახდება.