მიტროპოლიტი ანტონი: ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, თუ არა პროკურატურის?

„ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, თუ არა პროკურატურის?“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონმა განუცხადა.
მეუფის თქმით, მისთვის სინოდის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უცნობია.
„როგორ გითხრათ, აბა, ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, თუ არა პროკურატურის? ვერსიები მაქვს. ნებისმიერი ადამიანი, რასაც უყურებს, გამოაქვს თავისი დასკვნები. იმისთვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, არის სინოდი დღეს. გავიგებთ ყველაფერ ამას“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები