უსაფრთხო მოძრაობის სახეშეცვლილი კანონი აპრილიდან ამოქმედდება

“აპრილის თვეში უკვე ძალაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი კანონპროექტი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განცხადა.
ლალიაშვილი იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც კანონში იქნება შეტანილი.
„პრინციპებზე შეთანხმება მოხდა ერთხმად, ძირითადად, იყო კითხვები უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება მონაცემების დაცვა, თუმცა ამ ეტაპზე, ამოწურულია შეკითხვები. მიზანი ამ კანონპროექტის არის დარღვევების აღკვეთა და შემცირება, ამ კანონის მიზანი არაა ბევრი ადამიანის დაჯარიმება. უკონტაქტო პატრულირების შემთხვევაში, იქნება კამერა, რომელიც დამონტაჟებულია ავტომობილში და უბრალოდ, არის მოძრავი. ეს იქნება პატრულის მანქანა, თუმცა ვიზუალით არ იქნება იდენტიფიცირებული. ეს იქნება სამოქალაქო ტიპის ავტომობილი, რომელშიც იჯდება პატრულის თანამშრომელი“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, აქცენტი გაკეთდა ჩაწერილი მასალის შენახვაზე. მასალები, სადაც დარღვევა იქნება დაფიქსირებული, დაარქივდება. უკონტაქტო პატრულირების მთელი იდეა ლალიაშვილის განცხადებით, იმაში მდგომარეობს, რომ კონტაქტი არ ხდება დამრღვევთან.
​ლალიაშვილი ქულების სისტემის პოზიტიურ მხარეზე საუბრობს.
„ქულები ძირთადად, არის მძიმე დარღვევაზე. შესაძლებელია 607 დარღვევა წლის განმავლობაში. არასწორი პარკირებისას, მძღოლს არ ჩამოაკლდება ქულა, ამ ქულათა სისტემის ძირითადი აქცენტი მძიმე დარღვევებზე კეთდება“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები