მეუფე პეტრე: მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამოქმედდეს, საჭიროა რაღაც, მსგავსი რუის-ურბნისისა

„საერო სამართლისაგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განუცხადა.
ამასთან, მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა.
”მამა გიორგი არავის მოსაწამლად არ მივიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. გავაგრძელებ ჩემ მიერ დაწყებული თემით, მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამოქმედდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი. გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების, პატრიარქის და საპატრიარქოს წიაღში. ამ ყველაფერმა ნათლად დაგვანახა, რომ ნამდვილად საჭიროა ”რაღაც, მსგავსი რუის-ურბნისისა”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა 12.00 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები