სოფელ პატარძეულთან ტრაილერი სამარშრუტო ტაქსს და საპატრულო პოლიციის ეკიპჟს შეეჯახა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი ჯერ სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამარშუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებული პოლიციელები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციელები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები