„ხატვის სიყვარულმა ის ძნელი წლები ერთად გადაგვატანინა“…

ხატვის და ხელოვნების სიყვარული სკოლიდან დაიწყო, ამიტომ მისი დამთავრების შემდეგ არჩევანი არ გაჭირვებიაჯერ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარ ფერწერის განხრით. შემდეგ კი, აკადემიის უბედნიერესი წლები იყო…
სკოლასთან ურთიერთობა შემთხვევით დაიწყო… კარგად ხატავდა, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ ხატვის და ხელოვნების პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს სტუდია „პალიტრაც“ დააარსა და ბავშვებთან ურთიერთობის უამრავი ლამაზი დღეებიც აიკინძა… ამბობს, რომ სტუდიაა მისი შემოქმედება, – ნატა კიკაბიძის პერსონა.

– ბავშვობა ლაღი და უზრუნველი მქონდა, ხატვა პატარაობიდანვე დავიწყე და სულ ვხატავდი ჩემთვის, რადგან დედა კარგად ხატავდა. მართალია მხატვარი არ გამოვიდა, სამაგიეროდ მისი ოცნება მე ავასრულე. მამა მშენებელი ინჟინერი იყო, მონაწილეობდა დიდი ობიექტების – საკონცერტო დარბაზის, მძლეოსნობის მანეჟის მშენებლობაში.
როდის დაიწყო ხატვის სიყვარულირატომ გადაწყვიტე აკადემიაში ჩაბარება? სტუდენტობის წლები
– სკოლაში ძალიან კარგი ხატვის კაბინეტი და კარგი მასწავლებელი მყავდა, დამსახურებული მხატვარი ვერა დემიანოვა, ხატვის და ხელოვნების სიყვარული მან მასწავლა.
არჩევანი არც გამჭირვებია! რა თქმა უნდა, ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა… ხატვა. სკოლის შემდეგ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე ფერწერის განხრით. ეს იყო მხატვრობის უდიდესი ბაზა, ურომლისოდაც პროფესიონალიზმი არ მოდის.
შემდეგ უკვე – აკადემიის უბედნიერესი წლები…
აკადემიის დამთავრებასთან ერთად ორი შვილი მყავდა, ამიტომ მეტი დრო იყო საჭირო ოჯახისთვის. მუშაობა დავიწყე ბავშვთა სურათების გალერეაში მხატვრად,  სადაც ჯგუფებთან მუშაობა და მეცადინეობები შაბათ -კვირას მიმდინარეობდა.
ბავშვთა გალერეა ახალი გახსნილი იყო და საინტერესო გარემო სუფევდა. სხვადასხვა ქვეყნის მეთოდისტები გვიკითხავდნენ ლექციებს ხატვის სწავლების მეთოდებზე და მიდგომაზე. ხშირი იყო გაცვლითი გამოფენები…
1995 წელს მე-18 სკოლასთან სამხატვრო სტუდიაპალიტრადააარსეთ… ხატვის და ხელოვნების პედაგოგი ხართ...
– მე-18 სკოლაში შემთხვევით მოვხვდი. სკოლის დირექტორმა იცოდა, რომ მხატვარი ვიყავი, ჩემს შვილებს დიდხანს უცდებოდათ გაკვეთილები და მთხოვა, მასწავლებლის ავადმყოფობის გამო დროებით ჩამეტარებინა გაკვეთილები. ამის შემდეგ იწყება ჩემი ურთიერთობა საგანმანათლებლო სისტემასთან.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი ადგილი სკოლა არ იყო, არამედ, რაღაც სხვა – უფრო სერიოზული, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რატომაც არა, რატომ უნდა ასწავლოს ხატვა არაპროფესიონალმა.
კარგად ხატავდით, მაგრამ მაინც პედაგოგობა არჩიეთ
– ძალიან საინტერესო იყო ბავშვებთან ურთიერთობა, რამდენი ნიჭიერი შეიძლება აღმოაჩინო, რომელსაც საოცარი ფანტაზია და ხედვა აქვს.
ხშირად გამოფენებში მონაწილეობენ და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
იმდენი ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ გაჩნდა იდეა, გამეხსნა ხატვის სტუდია, რომელშიც ბავშვები გაკვეთილების შემდეგ ხატვას, ხელოვნებას, ძერწვას, კერამიკა-გობელენს უფრო ზედმიწევნით კარგად შეისწავლიდნენ.
მართლაც, სტუდიამ  სკოლის სხვენზე ერთ პატარა ოთახში დაიწყო ფუნქციონირება.
ეს წლები სიცივის, გაჭირვების, უზნეობის წლები იყო, ბავშვებს სტრესის მოსახსნელად  თერაპია სჭირდებოდათ, მათთვის ეს ხატვა იყო…
სახელოსნოს შეშის ღუმელით ვათბობდით, სიყვარული და სითბო სუფევდა, საოცარი მოგონებები გვაქვს იმ წლებზე, ხატვის სიყვარულმა ის ძნელი წლები ერთად გადაგვატანინა.
ორი წლის წინ სტუდიის 20 წლისთავი გქონდათ, გამოფენაში სტუდიის აღსაზრდელებიც და პროფესიით მხატვრები ერთობლივად მონაწილეობდნენრატომ იყო ეს დღე მნიშვნელოვანი?
– ასე გაიარა 20-მა წელმა. შარშან ეს თარიღი დიდი გამოფენით აღვნიშნეთ. ამ პერიოდში კი თაობები იზრდებოდნენ, ბევრი სხვა პროფესიას ირჩევდა, ბევრიც მხატვრობას გაჰყვა. 20 წლის განმავლობაში სტუდიამ 35 პროფესიონალი მხატვარი გაზარდა, რადგან კედლებზე მათი დაკიდული პალიტრები გვქონდა, სტუდიას „პალიტრა“. ვუწოდეთ.
და გაჩნდა იდეა,  სტუდიის ახლანდელი და პროფესიით მხატვრების  ერთობლივი გამოფენა მოგვეწყო. ამ გამოფენისთვის კატალოგი გამოვეცით.
ხატვის დროს ხშირად ვსაუბრობთ მხატვრებზე, ხელოვნების ისტორიიდან ამა თუ იმ საკითხზე. მე პირადად ძალიან მიყვარს ვან გოგის, მოდილიანის ნახატები. მათში უშუალო დამოკიდებულებაა სამყაროსთან, ბუნებასთან, ნატურასთან. ვცდილობ, ბავშვებში ეს ხედვა და ინდივიდუალიზმი არ დაიკარგოს, არ მოექცნენ ჩარჩოში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შეგნებული წლები მომავალი თაობის აღზრდას შევალიე. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი, ამას მათ თვალებში ვკითხულობ.
– ეს სტუდია მრავალმა ცნობილმა მხატვარმა დაამთავრა…
– ჩვენი სტუდიიდან მრავალი ცნობილი მხატვარია. მათ შეაბიჯეს ხელოვნების ურთულეს გზაზე და უკვე თავიანთ სიტყვას ამბობენ.
ესენი არიან: ნუკა ჯაფარიძე, თენგო ჭოლოკავა, სერგო ევსევი, ია შარაშენიძე, თამთა კოხრეიძე, ქეთი ნადიბაიძე, ნინო ნოზაძე, მარიკა და ნინო ჯაფარიძეები, ნათია მეგრელიძე, მამუკა წიკლაური, მარიამ მარგველაშვილი, თათუკა გოქსაძე, თაკო დემეტრაშვილი…
დღევანდელი მხატვრობა საოცრად მრავალფეროვანია. მხატვრები ხელოვნების სრულიად განსხვავებულ ნიმუშებს ქმნიან
– ყოველი საუკუნის დასაწყისში იყო ძიება, შეექმნათ რაღაც ახალი, ახლაც ასეა. რაც არ უნდა და როგორც არ უნდა შექმნან, ჩვენი ეროვნული უნდა იყოს ამოსავალი, რადგან უფესვოდ ხე ვერ გაიზრდება, ვერც ხელოვნება იარსებებს იმ ფესვების გარეშე, რაც ჩვენს ისტორიაშია.
ეს ხიბლავს მსოფლიოს ქართველ ხალხში და სწორედ ეს უნდა შეინარჩუნოს ბეშქენ და ბექა ოპიზარების ერმა.
თბილისიბავშვობა მაშინ გაატარეთ, როცა თბილისს სხვა სითბო და ხიბლი ჰქონდა…
– იგივე შემიძლია ვთქვა თბილისის იერსახეზე, თბილისი  ხომ აივნების, ლამაზი ვიწრო ქუჩების და ყვავილების ქალაქია.
იმ სითბოს, რაც ძველი თბილისის ეზოებს და სახლებს ჰქონდათ, ნელ-ნელა ცვლის მათ შორის მონოლითურად ჩადგმული მრავალსართულიანი სახლები, უგემოვნო არქიტექტურული ფასადებით.
– მარტი და გაზაფხული … ქალს, დედას უკავშირდება… დედის დღეც და ქალთა დღეც სწორედ მარტშია…
– როცა ოჯახი, შვილები კარგად ჰყავს, მაშინ ქალი ლამაზიც არის და  მხიარულიც. ქალის პირველი მოვალეობა ხომ შვილებია, შემდეგ მოდის კარიერა, მაშინ არის შემდგარი პიროვნება, თუ ისე ანაწილებს დროს, რომ მისი საქმიანობით არც ოჯახი ზიანდება და არც საქმე უფუჭდება.
ქართველებს ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს – „ზომიერება“, ზომიერების დაცვაა საჭირო საყვარელ ადამიანთან, შვილებთან, საყვარელ საქმეში და, საერთოდ, ყველაფერში…. ყველა ქალს ვუსურვებდი, მათ სულებში ყოველთვის რვა მარტი იყოს…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები